ღამით cron-ით pg_dump საკმარისია? და აღდგენა როგორ შევამოწმო ისე, რომ production არ დავაზიანო. ბექაპი რომ არის, ეგ ხომ ჯერ არაფერს ნიშნავს 🙂
კითხვაPostgres-ის ბექაპი VPS-ზე: cron + pg_dump საკმარისია?
სწორად ამბობთ: ბექაპი, რომლიდანაც აღდგენა არასდროს უცდიათ, ჯერ მხოლოდ იმედია.
მინიმუმი:
- სამი ასლი, ორ სხვადასხვა ადგილას, ერთი სერვერის გარეთ (3-2-1 წესი);
- სერვერის გარეთ ასლი ისეთ საცავში, სადაც სერვერიდან წაშლა არ შეიძლება;
- აღდგენის ავტომატური შემოწმება ცალკე ბაზაში.
შემოწმების მაგალითი. სკრიპტი postgres-ის მომხმარებლით ეშვება, ბექაპს იღებს და ცალკე ბაზაში აღადგენს, production-ს არ ეხება:
#!/usr/bin/env bash
set -euo pipefail
STAMP=$(date +%F)
FILE="/var/backups/pg/app-${STAMP}.dump"
pg_dump -Fc -d app -f "$FILE"
dropdb --if-exists restore_check
createdb restore_check
pg_restore -d restore_check "$FILE"
ROWS=$(psql -d restore_check -tAc "select count(*) from users")
echo "restore ok, users: ${ROWS}"
-Fc ფორმატი შეკუმშულია და pg_restore-ით ცალკეული ცხრილების აღდგენაც შეიძლება. set -euo pipefail-ის გამო ნებისმიერი შეცდომისას სკრიპტი ჩერდება და cron-ს შეცდომის კოდს უბრუნებს.
least privilege-ც არ დაგავიწყდეთ. ბექაპისთვის superuser არ გჭირდებათ, საკმარისია მომხმარებელი რომელსაც მხოლოდ კითხვა შეუძლია
CREATE ROLE backup LOGIN; GRANT pg_read_all_data TO backup;
pg_read_all_data postgres 14-დან არის. და ის გასაღები, რომლითაც ბექაპი გარე საცავში იტვირთება, მხოლოდ ჩაწერის უფლებით, წაშლის გარეშე. სერვერს თუ ვინმე ჩაიგდებს ხელში, ბექაპებს ვერ წაშლის
ჩემი აზრით, ორ დონეზე:
1. ზემოთ მოცემული ავტომატური შემოწმება — ყოველი ბექაპის შემდეგ.
2. სრული ვარჯიში ნულიდან: ახალი სერვერი, ბაზა ბექაპიდან, აპლიკაცია გაშვებული — კვარტალში ერთხელ მაინც. ასე გაიგებთ, რამდენი დრო სჭირდება სრულ აღდგენას, და ყველა ნაბიჯი ჩაწერილი გექნებათ იმ დღისთვის, როცა ნამდვილად დაგჭირდებათ.
წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა