ყოველ push-ზე workflow თავიდან იწერს ყველა პაკეტს და 3 წუთს ჭამს
node_modules დავქეშო? თუ რა ჯობია
ყოველ push-ზე workflow თავიდან იწერს ყველა პაკეტს და 3 წუთს ჭამს
node_modules დავქეშო? თუ რა ჯობია
ორი რამ:
1. CI-ში npm install-ის ნაცვლად npm ci გამოიყენე. ის პაკეტებს ზუსტად package-lock.json-ით აყენებს და თუ lockfile და package.json ერთმანეთს არ ემთხვევა, შეცდომას აგდებს. ასე ყველა build ერთნაირია.
2. node_modules-ის დაქეშვას აზრი არ აქვს: npm ci მას ყოველთვის შლის და თავიდან აყენებს. იქეშება ~/.npm, ანუ უკვე გადმოწერილი პაკეტების საცავი. actions/setup-node ამას თვითონ აკეთებს:
- uses: actions/setup-node@v5
with:
node-version: 24
cache: npm
- run: npm ci
ქეშის გასაღები package-lock.json-ის hash-ზეა მიბმული: სანამ lockfile არ შეიცვლება, პაკეტები ქსელიდან აღარ ჩამოიტვირთება.
დოკუმენტაცია: https://github.com/actions/setup-node#caching-global-packages-data
დიახ, პრობლემაა. npm ci lockfile-ის გარეშე საერთოდ არ იმუშავებს, ხოლო cache: npm-ს გასაღების დასათვლელი ფაილი არ ექნება.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ lockfile-ის გარეშე ყოველი build შეიძლება სხვა ვერსიებს აყენებდეს. პაკეტის ახალი, შესაძლოა დაზიანებული ვერსია პროექტში ისე მოხვდება, რომ ვერც შეამჩნევ. ამიტომ package-lock.json .gitignore-დან ამოიღე და commit-ში დაამატე.
თითქმის იგივე, უბრალოდ გასაღები შენ წერ:
- uses: actions/cache@v4
with:
path: ~/.npm
key: npm-${{ runner.os }}-${{ hashFiles('package-lock.json') }}
restore-keys: |
npm-${{ runner.os }}-
- run: npm ci
restore-keys საჭიროა იმ შემთხვევისთვის, როცა lockfile შეიცვალა: ზუსტი ქეში აღარ არსებობს, მაგრამ ძველიდან პაკეტების უმეტესობა მაინც აღდგება. ჩვეულებრივ npm პროექტისთვის setup-node-ის cache: npm საკმარისია, actions/cache მაშინ გამოგადგება, როცა სხვა საქაღალდეებიც გინდა დაქეშო.
Писать могут только вошедшие участники. Войти