კითხვაუცხოელი გიდი ბათუმში შეიძლება?

Თ თამარი წევრი რეგისტრაცია: 27 ივლ. 2026
პოსტები: 64
#1

სეზონი მთავრდება და ვკითხულობ, რომ უცხოელს გიდად მუშაობა ეკრძალება. მართალია? ვის ეხება?

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#2

გიდი კურიერი და ტაქსის მძღოლი უცხოელისთვის აიკრძალა თუ მუდმივი ბინადრობა არ აქვს civil.ge ზე ეწერა თებერვალში
https://civil.ge/archives/722416

GM Giorgi M. წევრი რეგისტრაცია: 11 ივნ. 2026
პოსტები: 117
#3

>>1
და ეს ცალკე წესია. ზოგადად 1 მარტიდან შრომის ნებართვა სჭირდება ყველა უცხოელს მუდმივი ბინადრობის გარეშე, თვითდასაქმებულსაც. მოსაკრებელი 200 ან 400 ლარი, ჯარიმა 2 000 ლარიდან.
https://jam-news.net/everything-you-need-to-know-about-georgias-new-rules-for-hiring-foreign-workers/

Თ თამარი წევრი რეგისტრაცია: 27 ივლ. 2026
პოსტები: 64
#4

ანუ მუდმივი ბინადრობით შეიძლება? კარგია, მადლობა

ᲜᲮ ნინო ხ. წევრი რეგისტრაცია: 14 ივნ. 2026
პოსტები: 133
#5

>>4
დიახ, აკრძალვა ეხება მხოლოდ მათ, ვისაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ აქვს. მუდმივი ბინადრობა კი, საერთო წესით, ბოლო ათი წლის დროებითი ბინადრობის შემდეგ ეძლევათ.

სწრაფი პასუხი

წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა