კითხვაnode app.ts — enum-ზე შეცდომას აგდებს

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#1

წავიკითხე რომ node-ს typescript პირდაპირ ესმის ts-node აღარ სჭირდება. ვუშვებ node app.ts და ესაა

SyntaxError [ERR_UNSUPPORTED_TYPESCRIPT_SYNTAX]: TypeScript enum is not supported in strip-only mode

კოდში მარტივი enum მაქვს სტატუსებისთვის. node 26. რა ვქნა

GM Giorgi M. წევრი რეგისტრაცია: 11 ივნ. 2026
პოსტები: 117
#2

Node TypeScript-ს არ აკომპილირებს, მხოლოდ ტიპებს შლის (type stripping). ის, რაც წაშლით ვერ გაქრება, მაგალითად enum, არ მუშაობს. დოკუმენტაცია: https://nodejs.org/api/typescript.html

enum-ის ნაცვლად ობიექტი as const-ით:

export const Status = {
  Draft: 'draft',
  Published: 'published',
  Archived: 'archived',
} as const;

export type Status = (typeof Status)[keyof typeof Status];

function isVisible(s: Status): boolean {
  return s === Status.Published;
}

გამოყენება იგივეა: Status.Published.

IS Irakli S. წევრი რეგისტრაცია: 18 სექ. 2026
პოსტები: 44
#3

კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იმავე დოკუმენტაციიდან, რომ მერე არ გაგიკვირდეს:

- ტიპების წაშლა ნაგულისხმევად ჩართულია 22.18-დან, სტაბილურია 24.12-დან;
- enum, დეკორატორები და .tsx არ მუშაობს;
- tsconfig.json საერთოდ არ იკითხება, ამიტომ paths ალიასებიც არ იმუშავებს;
- import-ში გაფართოება უნდა მიუთითო: ./db.ts, არა ./db;
- ტიპები import type-ით შემოიტანე, თორემ Node ცდილობს ის რეალურად ჩატვირთოს.

Node 26-ში --experimental-transform-types ფლაგი ამოიღეს (https://nodejs.org/en/blog/release/v26.0.0), ასე რომ enum-ს ფლაგითაც ვეღარ გაუშვებ.

Თ თორნიკე წევრი რეგისტრაცია: 24 სექ. 2026
პოსტები: 3
#4

ერთი კარგი ამბავი: ტიპებს node არც ამოწმებს 🙂 შეცდომიანი ტიპებითაც გაეშვება. შემოწმება ცალკე npx tsc --noEmit

Გ გიგა წევრი რეგისტრაცია: 1 სექ. 2026
პოსტები: 46
#5

tsconfig-ში ესენი ჩაწერე და tsc თვითონ გეტყვის სად წერ ისეთ რამეს რასაც node ვერ გაუშვებს

{
  "compilerOptions": {
    "erasableSyntaxOnly": true,
    "verbatimModuleSyntax": true,
    "allowImportingTsExtensions": true,
    "noEmit": true,
    "strict": true
  }
}

erasableSyntaxOnly typescript 5.8-დანაა

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#6

enum as const-ით შევცვალე და გაეშვა tsc-იც ჩავამატე ცალკე სკრიპტად package.json-ში ესე

{
  "scripts": {
    "start": "node app.ts",
    "check": "tsc --noEmit"
  }
}
სწრაფი პასუხი

წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა