ნაცნობის მაღაზიის საიტია wordpress-ზე და გახსნას 5-6 წამი უნდება
რა ვნახო პირველ რიგში ჰოსტინგი შევცვალო თუ პლაგინებია
კითხვაwordpress-ის საიტი ნელა იტვირთება რით დავიწყო
ჯერ გაზომე და მერე შეცვალე
pagespeed insights-ში ჩააგდე და ნახე რას წერს, ხშირად უბრალოდ 5მბ-იანი სურათებია მთავარ გვერდზე
გიგა მართალია, ჯერ გაზომვა. თანმიმდევრობით:
1. სურათები. ზომა გვერდისთვის საჭირო სიგანემდე დაიყვანე და WebP/AVIF ფორმატი გამოიყენე. ეს ყველაზე იაფი და ხშირად ყველაზე დიდი მოგებაა.
2. სერვერის პასუხის დრო (TTFB). თუ HTML-ს თვითონ 2-3 წამი სჭირდება, პრობლემა PHP-შია ან ბაზაში. Query Monitor პლაგინი აჩვენებს, რომელი პლაგინი ან query ჭამს დროს. ნახვის მერე გამორთე.
3. PHP-ის ვერსია. ძველ 8.1-ზე ან 8.2-ზე თუა, 8.4 ან 8.5 ჯობია: უფრო სწრაფია და 8.2-ის მხარდაჭერა 31.12.2026-ს მთავრდება.
4. გვერდის ქეში. ერთი ქეშირების პლაგინი, არა ორი. კალათა და checkout ქეშში არ უნდა მოხვდეს.
5. პლაგინები. რაც არ გჭირდება, წაშალე.
ჰოსტინგის შეცვლაზე ბოლოს იფიქრე, როცა უკვე იცი, სად იკარგება დრო.
წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა