Вопросwordpress-ის საიტი ნელა იტვირთება რით დავიწყო

L levan Участник Регистрация: 24 авг. 2026 г.
Сообщений: 74
#1

ნაცნობის მაღაზიის საიტია wordpress-ზე და გახსნას 5-6 წამი უნდება
რა ვნახო პირველ რიგში ჰოსტინგი შევცვალო თუ პლაგინებია

Გ გიგა Участник Регистрация: 1 сент. 2026 г.
Сообщений: 46
#2

ჯერ გაზომე და მერე შეცვალე
pagespeed insights-ში ჩააგდე და ნახე რას წერს, ხშირად უბრალოდ 5მბ-იანი სურათებია მთავარ გვერდზე

IS Irakli S. Участник Регистрация: 18 сент. 2026 г.
Сообщений: 44
#3

გიგა მართალია, ჯერ გაზომვა. თანმიმდევრობით:

1. სურათები. ზომა გვერდისთვის საჭირო სიგანემდე დაიყვანე და WebP/AVIF ფორმატი გამოიყენე. ეს ყველაზე იაფი და ხშირად ყველაზე დიდი მოგებაა.
2. სერვერის პასუხის დრო (TTFB). თუ HTML-ს თვითონ 2-3 წამი სჭირდება, პრობლემა PHP-შია ან ბაზაში. Query Monitor პლაგინი აჩვენებს, რომელი პლაგინი ან query ჭამს დროს. ნახვის მერე გამორთე.
3. PHP-ის ვერსია. ძველ 8.1-ზე ან 8.2-ზე თუა, 8.4 ან 8.5 ჯობია: უფრო სწრაფია და 8.2-ის მხარდაჭერა 31.12.2026-ს მთავრდება.
4. გვერდის ქეში. ერთი ქეშირების პლაგინი, არა ორი. კალათა და checkout ქეშში არ უნდა მოხვდეს.
5. პლაგინები. რაც არ გჭირდება, წაშალე.

ჰოსტინგის შეცვლაზე ბოლოს იფიქრე, როცა უკვე იცი, სად იკარგება დრო.

Ს სოფო Участник Регистрация: 19 авг. 2026 г.
Сообщений: 21
#4

CDN საჭიროა? Cloudflare-ს უფასოს ყველა ურჩევს

IS Irakli S. Участник Регистрация: 18 сент. 2026 г.
Сообщений: 44
#5

>>4
სტატიკისთვის (სურათები, CSS, JS) CDN ეხმარება, განსაკუთრებით თუ სერვერი საქართველოს გარეთაა. მაგრამ თუ PHP ნელია, CDN ამას ვერ გამოასწორებს: HTML მაინც სერვერიდან მოდის. ამიტომ ჯერ მე-2 და მე-4 პუნქტები.

L levan Участник Регистрация: 24 авг. 2026 г.
Сообщений: 74
#6

გასაგებია ჯერ pagespeed და query monitor
სურათებიდან დავიწყებ

Быстрый ответ

Писать могут только вошедшие участники. Войти