Questionპირველი საიტისთვის რომელი სტეკი ავირჩიო?

Ს სოფო Member Joined: Aug 19, 2026
Posts: 21
#1

სალამი 🙂 უნივერსიტეტში ვსწავლობ და მინდა ჩემი პატარა საიტი გავაკეთო, პორტფოლიო და მერე იქნებ ბლოგიც. ყველა სხვადასხვას მეუბნება: ვიღაცა PHP-ს, ვიღაცა Python-ს, ვიღაცა JavaScript-ს.

დამწყებისთვის რომელია უფრო მარტივი? და რომელით უფრო ადვილია მერე სამსახურის პოვნა?

Გ გიგა Member Joined: Sep 1, 2026
Posts: 46
#2

პორტფოლიოსთვის საერთოდ არაფერი არ გჭირდება
html css და ცოტა js, მერე github pages-ზე დადე და მორჩა
ბექენდი მაშინ ისწავლე როცა ფორმა ან ბაზა დაგჭირდება

IS Irakli S. Member Joined: Sep 18, 2026
Posts: 44
#3

გიგას ვეთანხმები: საფუძველი ყველგან ერთია. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, რა გინდა:

1. ბლოგი ან მაღაზია მზა ადმინკით — WordPress, ანუ PHP. კოდის წერა თითქმის არ დაგჭირდება, მაგრამ განახლებებსა და პლაგინებს თვალი უნდა ადევნო.
2. მონაცემები, სკრიპტები, ავტომატიზაცია — Python (Django ან FastAPI).
3. ინტერაქტიული ინტერფეისი — JavaScript; სერვერზეც შეიძლება Node.js-ით.

სამსახურზე ზოგადად ვერაფერს გეტყვი, ეს ვაკანსიებზეა დამოკიდებული. ჯობია jobs.ge-ზე ან LinkedIn-ზე ნახო, რას ითხოვენ ბათუმსა და თბილისში, და ის ისწავლო.

L levan Member Joined: Aug 24, 2026
Posts: 74
#4

ჯერ html css js ისწავლე მერე ნახავ რა მოგეწონება
ერთი ენა კარგად სჯობს სამს ცუდად

Ს სოფო Member Joined: Aug 19, 2026
Posts: 21
#5

მადლობა ყველას! მგონი პორტფოლიოს html-ით დავიწყებ და მერე Python-ს მოვკიდებ ხელს 🙂 github pages-ზე საკუთარი დომენის მიბმა შეიძლება?

IS Irakli S. Member Joined: Sep 18, 2026
Posts: 44
#6

>>5
შეიძლება. რეპოზიტორიის Settings → Pages-ში წერ დომენს, DNS-ში კი CNAME ჩანაწერს უმატებ <user>.github.io-ზე (ძირითადი დომენისთვის — GitHub-ის A ჩანაწერებს). მერე იქვე ჩართე "Enforce HTTPS", სერტიფიკატს თვითონ გასცემს.

Quick reply

Only signed-in members can write. Sign in