კითხვა14 ოქტომბერს ვისვენებთ თუ არა

Გ გიგა წევრი რეგისტრაცია: 1 სექ. 2026
პოსტები: 46
#1

ოთხშაბათია და ვერ გავიგე ოფიციალურად დასვენებაა თუ უბრალოდ ეკლესიური დღესასწაულია

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#2

დასვენებაა შრომის კოდექსში წერია
14 ოქტომბერი სიაშია

ᲜᲮ ნინო ხ. წევრი რეგისტრაცია: 14 ივნ. 2026
პოსტები: 133
#3

>>2
სწორია. შრომის კოდექსის 30-ე მუხლში უქმე დღეების ჩამონათვალშია 14 ოქტომბერი, ისევე როგორც 23 ნოემბერი:
https://matsne.gov.ge/en/document/view/1155567?publication=29

Გ გიგა წევრი რეგისტრაცია: 1 სექ. 2026
პოსტები: 46
#4

>>3 ანუ ნოემბერშიც ერთი დღე გვაქვს ნორმალური
იანვარში რო 5 და 6 დაამატეს ისიც კოდექსშია?

EC Eka Ch. წევრი რეგისტრაცია: 3 სექ. 2026
პოსტები: 84
#5

>>4
არა, კოდექსში იანვრიდან მხოლოდ 1, 2, 7 და 19 იანვარია. 5 და 6 იანვარი 2026 წელს ცალკე გადაწყვეტილებით გამოცხადდა დასვენების დღეებად, ამის შესახებ პირველმა არხმა 2025 წლის 23 დეკემბერს დაწერა:
https://1tv.ge/lang/en/news/government-declares-january-5-6-days-off/
მომავალ წელსაც იქნება თუ არა, წინასწარ არ ვიცით.

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#6

>>5 ესე იგი კალენდარში მარტო კოდექსის დღეები ჩავწეროთ დანარჩენი როცა გამოაცხადებენ

სწრაფი პასუხი

წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა