/forum · /board · [ re / au / ln / ki / wk / se / pt / b / bt / de / pa / o / bo / mu ]

/wk/ — სამსახური

ნებართვები, დისტანციური მუშაობა, გადასახადები, პროფესიები. თემა იშლება 7 დღე პასუხის გარეშე

✎ პასუხი თემაში
პასუხი თემაში

წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა

🛡 თემა შენახულია2 / 500 აწევა

საერთო თემა: უცხოელის დასაქმება, ნებართვა, კვოტა

Yury Slinkin კვი, 18.10.26, 16:00:00№30 # OP

აქ იწერება ერთნაირი კითხვები უცხოელის დასაქმებაზე — როგორც დამსაქმებლის, ისე მუშაკის მხრიდან. ცალკე თემები ასეთი კითხვებით დაიხურება და აქ გადმოვა. დაფის წესები: https://batume.li/ge/forum/wk/2

ვის სჭირდება ნებართვა. 2026 წლის 1 მარტიდან — ყველა უცხოელს მუდმივი ბინადრობის გარეშე, თვითდასაქმებულის ჩათვლით. გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, 1 წლამდე ვადით (IT — 3 წლამდე). მოსაკრებელი: 200 ლარი 30 დღეში ან 400 ლარი 10 დღეში. ჯარიმები: 2 000 / 4 000 / 12 000 ლარი. ბაზაში უკვე რეგისტრირებულმა მუშაკებმა ნებართვა 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა აიღონ (JAMnews, 01.04).
https://jam-news.net/everything-you-need-to-know-about-georgias-new-rules-for-hiring-foreign-workers/
დეტალური სტატია: https://batume.li/ge/blog/~user6/work-permit-2026

როდის არ სჭირდება. 15 აპრილიდან — არარეზიდენტზე მუშაობისას და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (EY).

კვოტა და 4 თვე. დადგენილება №321: ვაკანსიის გამოქვეყნების ნაცვლად წლიური კვოტა; წელიწადში 4 თვემდე მუშაობა ნებართვის გარეშე, თუ უცხოელი სისტემაშია რეგისტრირებული (EY, 12.10). თემა: https://batume.li/ge/forum/wk/16

აკრძალულია მუდმივი ბინადრობის გარეშე: კურიერი, ტაქსი, გიდი (Civil.ge, 23.02).
https://civil.ge/archives/722416

ანონიმიID 4 სამ, 20.10.26, 16:20:00№31

ანუ ზაფხულში ბულვარზე უცხოელი გიდი თუ ნახე ის ფაქტობრივად უკანონოდ მუშაობს


ანონიმიID 20 სამ, 20.10.26, 22:40:00№32

>>31
თუ მუდმივი ბინადრობა არ აქვს კი. მუდმივით უკვე შეუძლია


← /wk/