საერთო თემა: სკოლა, ბაღი, ბავშვების საბუთები
აქ იწერება ერთნაირი კითხვები სკოლაზე, პირველ კლასზე, ბათუმის ბაღებსა და ბავშვების საბუთებზე. ცალკე თემები ასეთი კითხვებით დაიხურება და აქ გადმოვა. დაფის წესები: https://batume.li/ge/forum/ki/2
სასწავლო წელი. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით (მუხლი 71) იწყება 15 სექტემბერს, თუ ეს დღე დასვენებაა — მომდევნო სამუშაო დღეს.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3309589
არდადეგები 2026–2027 (განათლების სამინისტრო, JNEWS 06.08): სწავლა იწყება 15.09.2026, ზამთრის არდადეგები 30.12.2026–15.01.2027, გაზაფხულის — 8–15.03.2027.
https://jnews.ge/161460/
პირველი კლასი. ბავშვს 15 სექტემბრისთვის 6 წელი უნდა უსრულდებოდეს. რეგისტრაცია registration.emis.ge-ზე, 5 ეტაპად, საერთო ეტაპი 2026 წელს იყო 15.06–3.07. 2026–27 სასწავლო წლისთვის, ერთჯერადად, ჩაწერა შეიძლებოდა იმ ბავშვებისაც, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება (1TV, 03.03).
ბათუმის ბაღები (batumikids.ge, ბათუმელები 04.06): რეგისტრაცია ონლაინ, 3 წლიდან, ერთ-ერთი მშობელი ბათუმში უნდა იყოს რეგისტრირებული. პირველ ეტაპზე — შეღავათიანი კატეგორია, მეორე ეტაპი 01.07-დან. საბუთები: მშობლის პირადობა, დაბადების მოწმობა, ფორმა 100, 2 ფოტო, ცნობა რეგისტრაციის შესახებ.
https://batumikids.ge/?menuid=2
უცხოელი ბავშვებისთვის: სკოლაში უცხოური საბუთები დამოწმებული თარგმანით მიაქვთ (Georgia Today 18.02), ხოლო 01.09.2026-დან არასრულწლოვან მოსწავლეებს D6 ვიზა აქვთ.
წელს პირველკლასელი 37 733 ა georgia today-ს მიხედვით
https://georgiatoday.ge/new-school-year-begins-in-georgia/