ტესტებში H2 მაქვს, პროდაქშენზე PostgreSQL. ერთ native query-ზე ტესტი მწვანეა, ნამდვილ ბაზაზე კი ცდება. ტესტი მეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა, ბაზა სხვა აზრზეა 🙃
Testcontainers ღირს? CI-ში Docker აუცილებელია?
ტესტებში H2 მაქვს, პროდაქშენზე PostgreSQL. ერთ native query-ზე ტესტი მწვანეა, ნამდვილ ბაზაზე კი ცდება. ტესტი მეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა, ბაზა სხვა აზრზეა 🙃
Testcontainers ღირს? CI-ში Docker აუცილებელია?
ღირს. H2 სხვა ბაზაა, PostgreSQL-ის სინტაქსს და ფუნქციებს ბოლომდე ვერ იმეორებს. Testcontainers ტესტის დროს ნამდვილ postgres-ს უშვებს docker-ში
build.gradle.kts:
testImplementation("org.springframework.boot:spring-boot-testcontainers")
testImplementation("org.testcontainers:junit-jupiter")
testImplementation("org.testcontainers:postgresql")
ტესტი (Spring Boot 3.x-ის მაგალითია):
@SpringBootTest
@Testcontainers
class OrderRepositoryIT {
@Container
@ServiceConnection
static PostgreSQLContainer<?> postgres = new PostgreSQLContainer<>("postgres:17-alpine");
@Autowired
OrderRepository orders;
@Test
void savesOrder() {
orders.save(new Order("A-1"));
assertThat(orders.count()).isEqualTo(1);
}
}
@ServiceConnection-ს url-ს, user-ს და password-ს Spring თვითონ აწვდის, spring.datasource-ს ხელით აღარ წერ. ველი static-ია, ამიტომ კონტეინერი კლასზე ერთხელ ეშვება და არა ყოველ ტესტზე
>>1
CI-ზე: GitHub Actions-ის ubuntu runner-ზე Docker უკვე დაყენებულია, დამატებით არაფერი სჭირდება. ლოკალურად Docker Desktop ან Podman. დოკუმენტაცია: https://java.testcontainers.org/
image-ის ვერსია (postgres:17-alpine) იგივე დატოვეთ, რაც პროდაქშენზეა, თორემ ისევ სხვადასხვა ბაზას შეადარებთ.
H2-ს აქვს MODE=PostgreSQL, მაგრამ ეს მხოლოდ სინტაქსის ნაწილს ფარავს და სრული თავსებადობა არ არის. native query-ებისთვის Testcontainers უფრო საიმედოა.
Писать могут только вошедшие участники. Войти