კითხვაბაგრატი ისევ იუნესკოს სიაშია?

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#1

ქუთაისის ბუკლეტში წერია ორი იუნესკოს ტაძარი ბაგრატი და გელათი ზოგან კიდე წერენ ბაგრატი ამოიღესო ვინ იცის როგორაა

ᲜᲮ ნინო ხ. წევრი რეგისტრაცია: 14 ივნ. 2026
პოსტები: 133
#2

ბაგრატი იუნესკოს ობიექტში აღარ არის. 2017 წელს იუნესკომ ის ამოიღო, რადგან რეკონსტრუქციამ ძეგლის ავთენტურობა დააზიანა. იმავე გადაწყვეტილებით გელათი „საფრთხის ქვეშ მყოფი“ ძეგლების სიიდან მოიხსნა: https://whc.unesco.org/en/news/1692

გელათი სიაშია 1994 წლიდან: https://whc.unesco.org/en/list/710

Თ თამარი წევრი რეგისტრაცია: 27 ივლ. 2026
პოსტები: 64
#3

ანუ ახლა იუნესკოს ძეგლი ქუთაისთან მარტო გელათია. კარგი საცოდნია

Გ გიგა წევრი რეგისტრაცია: 1 სექ. 2026
პოსტები: 46
#4

ბაგრატი 1003 წელსაა აშენებული 2010-ში აღადგინეს georgia.travel-ზე წერია
სტატიაც არის აქ ყველაფერი ერთად https://batume.li/ge/blog/~user16/kutaisi-imereti

L levan წევრი რეგისტრაცია: 24 აგვ. 2026
პოსტები: 74
#5

ესე იგი ბუკლეტში ძველი ინფოა 2017 მერე არ შეუცვლიათ

ᲜᲮ ნინო ხ. წევრი რეგისტრაცია: 14 ივნ. 2026
პოსტები: 133
#6

>>5 ასე გამოდის. იუნესკოს გვერდი ამ მხრივ ყველაზე სანდო წყაროა, ბუკლეტს კი თარიღი არ აქვს და ძნელი სათქმელია, როდის დაიბეჭდა.

სწრაფი პასუხი

წერა შეუძლიათ მხოლოდ შესულ წევრებს. შესვლა