ხალხო ორი კითხვა მაქვს
laravel-ის პატარა პროექტისთვის composer.lock .gitignore-ში უნდა ჩავაგდო თუ რეპოში დავტოვო? ტუტორიალებში ორივე ვარიანტი წერია
და composer audit რას ამოწმებს ზუსტად, ინტერნეტიდან იღებს რამეს?
Вопросcomposer audit რას აკეთებს და composer.lock git-ში უნდა იყოს?
აპლიკაციისთვის (საიტი, API) composer.lock აუცილებლად უნდა იყოს git-ში. ის აფიქსირებს ყველა პაკეტის ზუსტ ვერსიას, ასე რომ სერვერზე იგივე დაყენდება, რაც შენთან გატესტე. lock-ის გარეშე ყოველი composer install შეიძლება ახალი ვერსიები მოიტანოს. გამონაკლისი მხოლოდ ბიბლიოთეკაა, რომელსაც სხვები იყენებენ.
composer audit lock ფაილში ჩაწერილ ვერსიებს ადარებს ცნობილი მოწყვლადობების ბაზას (Packagist-ის security advisories). დიახ, ინტერნეტით ამოწმებს.
composer audit composer install --no-dev --prefer-dist --optimize-autoloader # სერვერზე
>>3
თუ dev პაკეტები სერვერზე საერთოდ არ ყენდება (--no-dev), რისკი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ შენს კომპიუტერსა და CI-ზე ისინი მაინც ეშვება. ცალკე შეგიძლია მხოლოდ production-ის ნაწილი შეამოწმო:
composer audit --no-dev
და კიდევ ერთი: vendor საქაღალდე web root-ში არ უნდა ჩანდეს, Laravel-ში web root არის public/.
ci-ში audit კარგია ოღონდ ცალკე დღეში ერთხელაც გაუშვი
ახალი მოწყვლადობა შეიძლება ისე გამოჩნდეს რომ კოდი არ შეცვლილა
Писать могут только вошедшие участники. Войти