Question112-ზე რუსულად ან ინგლისურად თუ ლაპარაკობენ?

Თ თამარი Member Joined: Jul 27, 2026
Posts: 64
#1

ჩვენს კორპუსებში ბევრი უცხოელი ცხოვრობს, ქართული არ იციან. სასწრაფოს როგორ გამოიძახონ, თუ რამე მოხდა? 112-ზე სხვა ენაზე პასუხობენ?

L levan Member Joined: Aug 24, 2026
Posts: 74
#2

პასუხობენ 112-ის საიტზე წერია ქართული ინგლისური რუსული და სხვა ენებიც
მუშაობს სულ ერთიანი ნომერია პოლიციაც სახანძროც და სასწრაფოც

ᲜᲮ ნინო ხ. Member Joined: Jun 14, 2026
Posts: 133
#3

>>2
დავამატებ: 112-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, სმენადაქვეითებულთათვის შესაძლებელია SMS-ის გაგზავნა და ვიდეოზარიც. მეზობლებს ბმულიც შეგიძლიათ გაუგზავნოთ:
https://112.gov.ge/?p=1715

Თ თამარი Member Joined: Jul 27, 2026
Posts: 64
#4

>>3
გმადლობთ. კიდევ ერთი: უცხოელს ნათესავი რომ ჩამოუვიდეს, საზღვარზე დაზღვევას ითხოვენ ახლა?

GM Giorgi M. Member Joined: Jun 11, 2026
Posts: 117
#5

>>4
კი, 2026 წლის 1 იანვრიდან, №602 დადგენილებით, ტურისტს სჭირდება სამედიცინო და უბედური შემთხვევის დაზღვევა მინიმუმ 30 000 ლარზე, ინგლისურ ან ქართულ ენაზე.
https://georgiatoday.ge/nine-months-into-mandatory-tourist-insurance-visitors-are-still-getting-the-same-four-things-wrong/
გამონაკლისების სია visitgeorgia.ge-ზეა.

Თ თამარი Member Joined: Jul 27, 2026
Posts: 64
#6

>>5
ესე იგი პოლისი ინგლისურად ან ქართულად უნდა ჰქონდეთ. მეზობლებს ვეტყვი.

Quick reply

Only signed-in members can write. Sign in